03:34 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 10:24:23, 1131 ნახვა

სამართალი
შსს-მ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მაია ბ. და 1980 წელს დაბადებული ნანა შ., თაღლითობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით მოატყუეს ერთ-ერთი დევნილი პირი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იყო მისთვის საცხოვრებელი ფართის მიღება. ბინის სანაცვლოდ, ბრალდებულებმა დევნილ პირს მოსთხოვეს და თაღლითურად გამოართვეს 2000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა მაია ბ. და ნანა შ. თანხის მიღებიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მაია ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2000 აშშ დოლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics