|
2016-07-26 15:01:59, 1068 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის ბიზნესფორუმზე მოხსენებით გამოვიდა
საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაზე, ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატსა და მიმდინარე რეფორმებზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შანხაიში პირველად გამართულ ბიზნეს-ფორუმზე ისაუბრა, რომელსაც ჩინეთის მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. „შანხაიში პირველად ტარდება ჩინურ-ქართული საინვესტიციო ფორუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შანხაი არის მსოფლიოში მესამე უდიდესი ქალაქი, ხოლო ჩინეთში პირველი ქალაქი 25 მილიონი მოსახლეობის რაოდენობით და თავისი საკუთარი ეკონომიკით. ეს არის ქალაქი, რომელიც განვითარებულია როგორც ტექნოლოგიურად დაკანონმდებლობით, ასევე ინდუსტრიული, თავისუფალი თუ ინოვაციური ზონების თვალსაზრისით. ჩვენ ფორუმზე წარმოვადგენთ შვიდი მილიარდი დოლარის საინვესტიციო პროექტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შესაბამისი გამოხმაურება მოყვება“ - განუცხადა ფორუმის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებს დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველმა ვიცე-პრემიერმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გააცნო. მისი განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირების ტენდენციის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო შედეგი აქვს. მისი ინფორმაციით, ასევე სახეზეა პირდაპირი უცხოური ზრდის ტემპი. დიმიტრი ქუმსიშვილმა პოზიტიურად შეაფასა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა ორმხრივი ვაჭრობის გაღრმავებისა და ინვესტიციების გახორციელების მიმართულებით. ამასთან, მინისტრის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა საქართველოს ეკონომიკაში. ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ- მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია. პირველმა ვიცე-პრემიერმა თავის მოხსენებაში ასევე გაამახვილა ყურადღება ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის მაღალი პოლიტიკურიდონის ვიზიტებზე და მიღწეულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, რომელზეც მუშაობაც, ორივე ქვეყნის მთავრობათა პოლიტიკური გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-ჩინეთის კიდევ ერთ შეთანხმებაზე, რომლის საფუძველზეც ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო ჩამოყალიბდება. შეთანხმების თანახმად, შეიქმნება საბჭოს სამდივნოები, სადაც მოწვეული იქნებიან როგორც კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული სტრუქტურის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ასევე ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით შეიქმნას. გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე ისაუბრა, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში თბილისში ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა. ბიზნესფორუმზე ასევე ჩატარდა სექტორული პრეზენტაციები, მათ შორის, ენერგეტიკის, საბანკო სფეროს, საქართველოს ფოსტის, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, უძრავი ქონების ბაზრის და ქართული ღვინის ექსპორტის მდგომარეობის შესახებ. ფორუმზე პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა პირებმა. მათ ჩინელ პოტენციურ ინვესტორებს საქართველოში არსებული მსხვილი ბიზნესპროექტები წარუდგინეს. პრეზენტაციების შემდეგ, ბიზნეს-ფორუმზე B2B შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. (NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)