17:58 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 18:26:59, 1609 ნახვა

მსოფლიო
ჩავუშოღლუ: ევროკავშირს არ შეუძლია, თურქეთს დაემუქროს სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის გამო

ევროკავშირს არ შეუძლია, თურქეთს დაემუქროს სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის გამო, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თურქეთი ევროპულ ღირებულებებს იცავს. 

"ევროკავშირს არ შეუძლია, თურქეთს დაემუქროს. ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვიცავთ. ოფიციალური პირები ევროპიდან ხშირად გამოთქვამენ საკუთარ აზრებს, თუმცა როდესაც ეს მუქარის სახით ხდება, კონტრპროდუქტიულია", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს შეწყვეტს, თუ ანაკარა სიკვდილით დასჯას აღადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics