19:06 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-05 13:23:46, 416 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ის წელიწადში ალბათ 50-70 000 ლარამდე იქნება

ჩვენ წინასწარ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები, რამაც წინასწარი გათვლით, წელიწადში 50-70 000 ლარმადე უნდა შეადგინოს,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილებას  უახლოეს დღეებში  მიიღებენ.

„რაც შეეხება გადასახადების შემცირებას,  ან გაზრდას, ვერ მოგახსენებთ, ეს ეკონომიკური  გუნდის პრეროგატივაა. რავ შეეხება ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას, ჩვენ წინასწარი ცვლილებები გავაკეთეთ. ეს შეეხო ადმინისტრაციულ ხარჯებს, რაც გამოიხატა იმაში, რომ შევამცირეთ საწვავის ლიმიტები, საოფისე და სამივლინებო ხარჯები. რამაც წინასწარი გათვლით უნდა შეადგინოს წელიწადში 50-70000 ლარამდე. რა თქმა უნდა ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის, უახლოეს დღეებში ერთიანი გადაწყვეტილება ამ მხრივ ყველა სამინისტროს ექნება“,-განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რთული ეკონომიკური ვითარებისა და ლარის გაუფასურების გამო, პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს "ქამრების შემოჭერისკენ" მოუწოდა, რაც როგორც შემდეგ განმარტეს, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics