14:34 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 03:06:17, 1457 ნახვა

მსოფლიო
კერიმ, ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ერდოღანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

ჯონ კერიმ, ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ერდოღანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

ცოტა ხნის წინ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტს პოლიტიკურ თავშესაფარზე ოფიციალურმა ბერლინმა და ლონდონმა უარი უთხრეს.

შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი. 

ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: სადაც პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება არსებობს, მას რეკომენდაციაც კი შეიძლება ეზედმეტოს
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics