|
2016-07-15 22:18:35, 1884 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 ივლისის სპეციალური ანონსი
16 ივლისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ლევან ბეჟაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. 16 ივლისს, 12:00 საათზე, სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ბრიგადის დაარსებიდან 24 წლის იუბილე აღინიშნება. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას იუბილეს მიულოცავენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სხვა ოფიციალური პირები. 16 ივლისს, 13:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება შშმ მოზარდების მონაწილეობით: „დაიცავი ჩემი უფლებები“. 16 ივლისს, 15:00 საათზე, სპორტის სასახლეში “ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები” რიგით მეოთხე პარტიულ ყრილობას გამართავს. ყრილობაზე ირაკლი ალასანია პარტიის პირველ ათეულს, ოცეულს და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დაასახელებს. 16 ივლისს, 19:00 საათზე, სალონ-რესტორანი “ZAZANOVA” დიზაინერ მაია არჩვაძის ხელნაკეთი სამკაულების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. დიზაინერი შემოდგომაზე ყაზახეთში გასატან კოლექციაზე მუშაობს. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სწორედ ასტანის კოლექციიდან იქნება. ბრენდი “Maia Arch”თბილისის პირველი ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო სამიტზეც იქნება წარმოდგენილი, რომელსაც 23-25 სექტემბერს ექსპოჯორჯია უმასპინძლებს. დიზაინერის აზრით საღამო “ZAZANOVA”-ში იქნება ერთგვარი შუალედური შედეგი ასტანის კოლექციისა, რომელზე მუშაობასაც ის განსაკუთრებული სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით ეკიდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)