13:50 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 13:09:04, 1453 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: ტერორიზმი ვერასდროს დაამარცხებს დემოკრატიასა და თავისუფლებას

ნიცაში განხორციელებული თავდასხმა უდანაშაულო ადამიანებისა და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებსაც ნატო ატარებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებაშია ნათქვამი.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი საფრანგეთის ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

“შეძრული და დამწუხრებული ვარ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო. ჩემი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ახლობლებთან და დაშავებულებთანაა. ეს თავდასხმა მიმართული იყო უდანაშაულო ადამიანებისა  და იმ ძირითადი ღირებულებების წინააღმდეგ, რომლებსაც ნატო ატარებს. თუმცა ტერორიზმი ვერასდროს დაამარცხებს დემოკრატიას, თავისუფლებას და ჩვენს ღია საზოგადოებას. სოლიდარობას ვუცხადებთ საფრანგეთის ხალხს”, - ნათქვამია იენს სტოლტენებერგის განცხადებაში.

განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა. ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიის ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებულია, 18 მათგანი კი კრიტიკულ მდგომაროებაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პატრიარქი პორფირიე - ქართველმა ხალხმა მიიღო სათნო მამა, კეთილი მწყემსი და დაუღალავი მასწავლებელი
18 წლის მორაგბე ნიკოლოზ წიკლაური გარდაიცვალა
მამა იერონიმე ქათამაძე: არის რაღაც ინფორმაციები, რომ ახალი პატრიარქი შეძლებს საყოველთაო შერიგებას
მეუფე ნიკოლოზი: მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ უნდა იყვნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics