|
2016-07-15 09:24:35, 1481 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად, 44 მოსამართლე აირჩია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გუშინდელ სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრის შედეგად 44 მოსამართლე აირჩიეს. მათგან 21 მოქმედი მოსამართლე, 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი და 14 ყოფილი მოსამართლეა. კონკურსი გამოცხადებული იყო 65 ვაკანსიაზე და მასში მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა. თანამდებობაზე დაინიშნენ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - მერაბ გაბინაშვილი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - მაკა გორგოძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია - მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - დავით მამისეიშვილი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - გოჩა დიდავა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - მანანა ნიკაჭაძე. გურჯაანის რაიონული სასამართლო - დევი დევიძე. ზუგდიდის რაიონული სასამართლო - ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი. თელავის რაიონული სასამართლო - ზვიად შარაძე. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია - ვასილ მშვენიერაძე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია - ეკატერინე ყანჩელი. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია - მამია ფხაკაძე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი. სამტრედიის რაიონული სასამართლო - ლევან მეშველიანი.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)