|
2016-07-12 22:49:05, 1175 ნახვა
სამართალი
"ცენტრ პოინტის" დაზარალებული: სალომე ჩარკვიანი არაფერ შუაშია, ყველაფერს მაია რჩეულიშვილი განკარგავდა
"ცენტრ პოინტის" დაზარალებულები მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებას მიესალმებიან, თუმცა სალომე ჩარკვიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება სწორად არ მიაჩნიათ. თამარ ფირცხალაიშვილის თქმით, სალომე ჩარკვიანი ყველაფერს მაია რჩეულიშვილის მითითებით აკეთებდა: "ჩვენ ვართ უზარმაზარი არმია ცენტრ პოინტის დაზარალებულების.10-15 წელია სახლებს ველოდით და ველოდით იმ დღეს, როცა მაია რჩეულიშვილი ციხეში აღმოჩნდებოდა. ჩვენს ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვს ნიკო ბერიძეს, რუსუდან კერვალიშვილის სიძეს. კერვალიშვილი უნდა მიუჯდეს თავის დას. ვახტანგ რჩეულიშვილი გვლანძღავს ეთერებიდან, დაქირავებულს გვეძახის. ჩვენ გვაქვს თანხები გადახდილი. იმედია, ობიექტებს სახელმწიფო გადაიბარებს.სალომე ჩარკვიანი რისთვის დაიჭირეს?! 21 წლის გოგოს 11 წლის წინ მოაწერინეს ხელი ხელშეკრულებაზე და დღეს პასუხს სთხოვენ. თვითონ მაია რჩეულიშვილმა თქვა, მე განვკარგავდი ყველაფერსო. სალომე არაფერ შუაშია",-განაცხადა თამარ ფირცხალაიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)