21:55 - 13 May, 2026
|
2016-07-12 14:34:53, 1067 ნახვა
სამართალი
მამაკაცი, რომელმაც ცოლს ყურები დააჭრა, დაკავებულია
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მომხდარ მკვლელობასა და ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ამის შესახებ ”ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს. ცნობისთვის, საქმე ეხება 10 ივლისს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქმარმა ცოლს ყურები დააჭრა, ხოლო მამაკაცი, რომელიც ფაქტს შეესწრო, მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, ასევე 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს და 11-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახური დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)