|
2016-07-11 16:17:04, 1112 ნახვა
სამართალი
ირაკლი მინდელი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და თავს დამნაშავედ არ ცნობს
ადვოკატ თეიმურაზე ჟღამაძის განცხადებით, შპს "ცენტრ პოინტი აჭარის" დირექტორ ირაკლი მინდელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით წაუყენეს და მას ჯგუფურად, დაახლოებით 18 მილიონი ლარის მითვისებას ედავებიან. მისივე თქმით, ირაკლი მინდელი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. "საქმის მასალებს არ ვიცნობ. არ გადმოუციათ. 6 საათზე ვარ დაბარებული, მაშინ როდესაც ბრალის წაყენებისთანავე უნდა მოეცათ მასალები. ირაკლი მინდელს ფინანსებთან შეხება არ ჰქონია. წარდგენილი ბრალი უკავშირდება გუკა რჩეულიშვილის დირექტორობის პერიოდს", - განაცხადა თეიმურაზ ჟღამაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მინდელისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი 48 საათში უნდა განიხილოს. ადვოკატის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურამ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შეფარდებას შესთავაზებენ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)