21:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-10 14:52:15, 1199 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: გუკა რჩეულიშვილი დაკავებული არ არის

საქართველოს მთავარი პროკურატურა გუკა რჩეულიშვილის დაკავებას არ ადასტურებს. პროკურატურაში ასევე არ საუბრობენ იმის შესახებ, მიმდინარეობს თუ არა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია.

"ექსპრესნიუსს" მთავარ საგამოძიებო უწყებაში  განუცხადეს, რომ დაკავებულია შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი. უცნობია, რას უკავშირდება მათი დაკავება. აღნიშნულის შესახებ პროკურატურა განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

შეგახსენებთ, დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ  გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics