20:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-08 13:43:55, 1276 ნახვა

სამართალი
„ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე  ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა  შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურ“-ში შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა  და გამოართვა 2500 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6  წლამდე ითვალისწინებს).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics