|
2016-07-07 09:33:10, 987 ნახვა
სამართალი
შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ველომარათონი გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული ბათუმში გრძელდება. კვირეულის ფარგლებში, ველომარათონი გაიმართა, რომელშიც ველომოყვარულებმა, ადგილობრივმა სპორტსმენებმა და ტურისტებმა მიიღეს მონაწილეობა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას შეუერთდნენ. ღონისძიება შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის - MIA Force მრბოლელმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სახემ, დათა ქაჯაიამ გახსნა. მან მარათონის მონაწილეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდა. ველომარათონის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის პროგრამის ბრენდირებული მაისურები და კეპები მოირგეს. მათ სტარტი კვირეულის ფარგლებში მოწყობილი გამოფენის ტერიტორიიდან აიღეს და ველოსიპედებით 3-კილომეტრიანი მანძილი დაფარეს. შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და სპორტული კლუბის - MIA Force მიერ ორგანიზებული კვირეული ბათუმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის კვირეულის ფარგლებში, ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)