19:07 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-06 18:06:53, 749 ნახვა

სამხედრო
დანელიამ ნიდერლანდების სამეფოში რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაათვალიერა.

ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა -  მსხვილფეხა საქონლის ფერმა და მიწის ნაკვეთი, სადაც კვლევები ხორციელდება - სტუდენტებს თეორიული და პრაქტიკული სწავლების  შესაძლებლობას აძლევს.
რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ბაზაზე მიმდინარე კვლევები ითვალისწინებს როგორც მსხვილფეხა საქონლის ჯანმრთელობაზე, კვებაზე, ქცევაზე დაკვირვებას, ასევე, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების მიზნით ბიოსასუქების  გამოყენების შედეგების შესწავლას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ცენტრში როგორც სტუდენტები, ასევე ბიზნესსექტორის წარმომდგენლების აქტიურად არიან  ჩართული ინოვაციური პროექტების განხორციელების პროცესში.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დარგობრივი თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზის საუკეთესო მაგალითია და საქართველოსთვის ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს.  

რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე იმყოფებოდნენ.

(ns)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics