|
2016-07-06 12:01:51, 1073 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძე: მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს
„არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არც უვადო პატიმრობაზე, მე თვითონ დავჯდები „დენის სკამზე, ისე რომ გული არ ამიჩქარდება“,-ამის შესახებ შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. როგორც პაპიძემ სხდომაზე აღნიშნა. დაკავების დღიდან სიმართლისთვის იბრძვის. „ახლა წლებს უნდა ვებრძოლო, რომ საკუთარი ქმრისა და შვილის საფლავი ვნახო. ჩემი ღმერთის წინააღმდეგ ვერ წავალ, ამიტომ ეს გააკეთოს სახელმწიფომ. მივმართავ პრეზიდენტს, გასცეს ბრძანება, რომ ცოცხალი არ დამტოვოს. არ მეგონა, თუ გამამტყუნებელი ვერდიქტი იქნებოდა. იმ გონივრული კითხვებიდან გამომდინარე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები სვამდნენ, იმედი მქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. მე არ მაქვს პრეტენზია სიცოცხლის, არც უვადო პატიმრობაზე. მე თვითონ დავჯდები "დენის სკამზე" ისე, რომ გული არ ამიჩქარდება და ვილოცებ მისთვის, ვინც ღილაკს ხელს დააჭერს", -აღნიშნა პაპიძემ. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრავს, რომელიც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)