|
2016-07-06 09:36:50, 981 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძეს სასჯელი დღეს განესაზღვრება
მამა-შვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ მაგდა პაპიძეს სასჯელის ოდენობა დღეს განესაზღვრება. სასჯელის დანიშვნის სხდომა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, თბილისის საქალქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. მხარეები ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ, შემდეგ კი, მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, წინასწარი შეცნობით ორი პირის, მათ შორის არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ერთხმად სცნო. მოსამართლე სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციის ფარგლებში განსაზღვრავს, რომელიც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)