|
2016-07-05 11:08:22, 1002 ნახვა
სამართალი
სასამართლო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „2016 წლის 4 ივლისს, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს და ბრალდებული 25 წლის მ.პ, დამნაშავედ ცნეს ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, წინასწარი შეცნობით დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა გამამტყუნებელი ვერდიქტი, სათათბიროდ განკუთვნილ პირველივე სამ საათში- 2 საათსა და 35 წუთში, ერთხმად -12 ხმით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. საქმე ეხება 2015 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისში მომხდარ მამა-შვილის საზარელი მკვლელობის ფაქტს. მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს გარდაცვლილის მეუღლე მ.პ. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2016 წლის 6 ივლისს 11 საათზე. ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე. გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)