|
2016-07-04 19:12:55, 1141 ნახვა
სამართალი
მაგდა პაპიძის საქმის ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ
მეუღლისა და შვლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმის მსაჯულები სათათბიროდ გავიდნენ. სასამართლო პროცესი რამდენინე წუთის წინ გაიხსნა. მოსამართლემ მსაჯულებს განუმარტა, რომ ვალდებული არიან მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე დაადგინონ მკვლელობა პაპიძემ ჩაიდინა თუ არა. "პირადმა სიმპათიებმა და ანტიპატიამ გავლენა არ უნდა მოახდინოს და გადაწყვეტილება სამართლებრივად უნდა მიიღოთ. მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოთ, რომელიც კანონიერადაა მოპოვებული. ირიბი მტკიცებულების სანდოობის ხარისხი ნაკლებია. აუცილებელია, ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს, რომელიც პირდაპირია. ირიბ მტკიცებულებებს არ უნდა დაეყრდნოთ. ვალდებული ხართ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ ფიცი დადეთ. უფროსი მსაჯული უხელმძღვანელებს თათბირს. ხელს მოაწერს ვერდიქტს და გამოაცხადებს მას. სათადარიგო მსაჯს კენჭისყრაში მონაწილეობა და გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. სათათბირო ოთახში ყოფნის უფლება არავის აქვს. ნუ შეგეშინდებათ აზრის შეცვლის, თუ დისკუსიის შემდეგ სისწორეში დარწმუნდებით",-განუმარტა მოსამართლე ემა გაბრიჩიძემ მსაჯულებს. პირველ 3 საათში ვერდიქტის მისაღებად 12 ხმაა საჭირო. თუკი 12 მსაჯულიდან ერთი მაინც არ დაეთანხმება გადაწყვეტილებას, მსაჯულებს ვერდიქტის მისაღებად დამატებით 6 საათი მიეცემათ. ამ დროში გადაწყვეტილების მისაღებად მინიმუმ 8 ხმაა აუცილებელი. თუ ამ დროშიც ვერ მიიღეს გადაწყვეტილება მოსამართლე 3 საათს დაუმატებს, სადაც კვლავ 8 მსაჯულის თანხმობაა საჭირო. თუკი ისევ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, მოსამართლე მათ დამატებით გონივრულ ვადას მისცემს, რომელიც პრაქტიკის მიხედვით ერთსაათიანია. ამ დროშიც თუ ვერ შეჯერდნენ გადაწყვეტილებაზე, მოსამართლე მსაჯულებს დაითხოვს და ახალი შემადგენლობის შერჩევა მოხდება.
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)