|
2016-07-04 09:17:56, 888 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით 3 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული ელგუჯა კ., 1959 წელს დაბადებული კარლო ნ. და 1987 წელს დაბადებული ვახტანგ კ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ინტერნეტბანკში სამი მოქალაქე დაარეგისტრირეს, რომლებსაც ერთ-ერთ ბანკში ანგარიშები ჰქონდათ. შემდეგ კი მათ ინტერნეტბანკის მონაცემები, საზღვარგარეთიდან თანხის ჩარიცხვის საბაბით, მოტყუებით გამოართვეს. ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეში, აღნიშნული მოქალაქეების ნებართვის გარეშე, მათი სახელებით, ინტერნეტბანკის საშუალებით, სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღეს და ერთმანეთში გადაინაწილეს. მოქალაქეებისთვის მიყენებულმა ზარალმა 1650 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)