20:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-02 10:01:38, 988 ნახვა

სამართალი
„ექსპრეს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დიმიტრი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ექსპრეს ბანკი დააყაჩაღა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 17 ათასი ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა დიმიტრი გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ ექსპრეს ბანკიდან წაღებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics