|
2016-07-01 11:45:25, 874 ნახვა
სამართალი
"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი "მაესტროს" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს
"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ დავას სასამართლოში გააგრძელებს. გუნდი სასამართლოს სარჩელით დღის პირველ ნახევარში მიმართავს. საქმე იმ 27 თანამშრომელს ეხება, რომელსაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი, შრომის კოდექსის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი დაასახელა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს. როგორც "ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდის წევრები აცხადებენ, ისინი გასული თვის განმავლობაში პერმანენტულად ვდილობდნენ არხის მენეჯმენტთან შეთანხმების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას. „თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: დასაქმებული "მაესტროს" წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემებების "ბიზნესკონტაქტი","საქმიანი დილა" და "ანალიტიკის" დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმედებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ერთადერთი გზ,ა რომელიც არხის მენეჯმეტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო",- განაცხადა ჟურნალისტმა ელენე ჩომახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. სასამართლოში გუნდის 27 მოსარჩელე მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურებას, იძულებითი მოცდენის კომპენსაციას და საშვებულებო კომპენსაციას ითხოვს. სასამართლოში გუნდის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)