|
2016-06-30 12:10:16, 1139 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა
უსუფაშვილი: საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები სირცხვილია
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, გიგი წერეთელი წლებია ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის თავმჯდომარეა და თუ ორგანიზაცია ისევ აირჩევს, ეს არც კარგი იქნება და არც ცუდი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები და „პწკენები“ სირცხვილია. „საკითხი წყდება ეუთო-ს საპალრამენტო ასამბლეის 57 ქვეყნის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს სამი ხმა. ასე რომ, რაც უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ, ვიღაცა მხარს უჭერს და ვიღაცა - არა, ეს არ არის გადამწყვეტი. პოლიტიკური ჯგუფები უჭერენ კანდიდატს მხარს და არა - ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, დრომ "ევროპის სახალხო პარტი" მხარს უჭერს გიგი წერეთელს, რადგან ამ ორგანიზაციის წევრია. "სოციალ-დემოკრატების" კანდიდატს მხარს უჭერს „ქართული ოცნება“, რომლის წევრიც არის“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს. რაც შეეხება საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ისინი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)