|
2016-06-28 17:02:50, 1144 ნახვა
ეკონომიკა
პირველი საგადასახადო საათი watch2pay "ხალიკ ბანკი საქართველოსა" და "მასტერ ქარდისაგან" - "უკონტაქტო რევოლუცია"
სააქციო საზოგადოება "ჰალიკ ბანკი საქართველო" და კომპანია "მასტერქარდი" საქართველოში პირველ საგადასახადო საათს მასტერქარდ უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიას ქმნიან. კომპანია "მასტერქარდი" და "ჰალიკ ბანკი საქართველო" საქართველოში პირველი უკონტაქტო საგადახდო ტექნოლოგიის მქონე watch2pay საათის ერთობლივი პროექტის რეალიზებას იწყებენ. "ჰალიკ ბანკი საქართველოს" და "მასტერქარდის" ერთობლივი პროექტის წყალობით, პირველად გახდება შესაძლებელი, რეგიონში უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელება მაჯის საათის საშუალებით. watch2pay საათი აღჭურვილია პერსონალირებული საბანკო ბარათით და მისი შეძენა კლიენტებს "ჰალიკ ბანკი საქართველოს" ფილიალებში შეეძლებათ. "უკონტაქტო გადახდები მასიურ ხასიათს იძენს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა "უკონტაქტო რევოლუცია" გადახდებში. ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც კი, სულ უფრო მეტად ადაპტირდება ციფრულ რეალობასთან. ბარათის მფლობელთათვის უკონტაქტო გადახდა ასოცირდება სისწრაფესა და კომფორტთან და ამგვარი საათი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს თანამედროვე სტილს", - განაცხადა "ჰალიკ ბანკი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ. გასულ წელს "ჰალიკ ბანკი საქართველომ" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პირველი უკონტაქტო ტერმინალი mPOST დანერგა. 1 წლის შემდგომ, უკვე 100-ზე მეტი სავაჭრო წერტილია აღჭურვილი მობილური ტერმინალით, მათ შორის ისეთი ობიექტები, სადაც, მანამდე საგადახდო ბარათით გადახდა საერთოდ შეუძლებელი იყო. ბარათით აღჭურვილი უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე საათი Watch2pay მორიგი ინოვაციური პროექტია, რომელსაც ბანკი საგადახდო სისმეტა მასტერქარდთან ერთად ახორციელებს. "საქართველო უკონტაქტო გადახდების განვთარებაში ევროპაში ერთ-ერთი პროგრესული ბაზარია. ამგვარი წარმატება უპირველეს ყოვლისა განაპირობა საქართველოში არსებული ბანკებისა და კლიენტების მზაობამ ინოვაციებისადმი. იმ ფაქტმა, რომ მათ არ ეშინიათ სიახლეების, დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებელს მოეწონება ინოვაციური მასტერქარს უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე საათები", - აცხადებს ელენე ბრაჟნიკი. "ჰალიკ ბანკი საქართველო" საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტთან, ქართულ-ამერიკულ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, ყველაზე წარმატებული სტუდენტებისთვის, საჩუქრად უკონტაქტო საათების გადაცემას გეგმავს.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)