|
2015-03-01 11:24:37, 2338 ნახვა
სხვადასხვა
შსს-ს თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე" მიიღეს მონაწილეობა
შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მისმა მოადგილემ, ადმინისტრაციის, დეტექტივების, უბნის ინსპექტორების, კადრებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოების უფროსებმა და თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლი გაიღეს. შს სამინისტრო რამდენიმე წელია თანამშრომლობს მ. იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“. აღნიშნულ აქციაში უწყების მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. სისხლის ჩაბარების აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად იმართება და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)