|
2016-06-22 18:45:45, 1004 ნახვა
სამართალი
„პოლიციელმა ხელზე მიკბინა“ - დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის
ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები და პოლიციელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ინციდენტის დროს 4 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსის“ რეპორტიორი ადგილიდან იუწყება. ბათუმის მერიის წინ გონიოს მოსახლეობა უკვე 5 დღეა 24-საათიან აქციას მართავს. მათ დღეს მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს. დაპირისპირებაც იქ მოხდა. გონიოს მოსახლეობა აქციის გაგრძელებას ხვალაც აპირებს. ისინი გონიოში გზის გადაკეტვას გეგმავენ. "გუშინ ვაფრთხილებდით დღეს თუ პასუხს არ გაგვცემთ ხვალ მშვიდობიანი აქციით გადავინაცვლებთ მთავრობის სახლთან როცა დავიწყეთ მშვიდობიანი აქცია კარავი გვქონდა ამაზე პოლიციამ წიინაღმდეგობა გავიწია გვთხოვდნენ, რომ აგვეღო კარავი რაზეც ჩვენ დავემორჩლეთ და ავიღეთ კარავი მხოლოდ ლეიბები დავდეთ, მასზეც გვითხრეს, რომ აქედან აიღეთ და სხვა ადგილას წაიღეთ, ცივ მიწაზე დაწექითო არ შეიძლება ლეიბებიო. შიმშილობის აქცია იყო, რომელიც ენვერ კაკაბაძემ დაიწყო შიმშილობის აქცია და აქედან აიღეთო და სადაც გინდათ იქ წადითო გვითხრეს პოლიციელებმა. ხალხმა წინააღმდეგობა გავუწიეთ მოშიმშილე ადამიანის ინტერესებს ყველა იცავს მერე მოვიდა სამმართველოს უფროსი და ძალადობით დაიწყო აქციის დაშლა ჩხუბი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიქელაძე ფატი გახდა ცუდად და დაგვჭირდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება. შემდეგ მოვიდა ლევან კინწურაშვილი კომიისის თავჯდომარე და გვითხრა, რომ უახლოს პერიოდში ჩატარდება სხდომაო მოგვცა იმედი და ხალხიც დავიშალეთ. მივდიოდით სახლში 5 წუთის შემდეგ უცებ ისევ პოლიციამ დაიწყო დაპირისპირება და წაიყვანა ჩვენი აქციის მონაწილე. ჩვენ გადავეღობეთ პოლიციას, რომ არ წაეყვანათ და პოლიციელმა ხელზე მიკბინა „დამასინიაკა“. სასწრაფო ჩემზეც იყო გამოძახებული, ამ დროისთვის 4 კაცია დაკავებული ჩვენ ვაპირებთ კიდევ გავაგრძელოთ ფართო მაშტაბიანია აქციები ხვალ ვაპირებთ გონიოში გზის გადაკეტვას აცხადებს “, - აქციის ერთ-ერთი მონაწილე მავილე ბერიძე. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან სამსახურში განუცხადეს, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით 3 პირი დააკავეს, საიდანაც ხელწერილის საფუძველზე ორი უკვე გათავისუფლებულია. "3 პირი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობა. 2 გაუშვეს ხელწერილის საფუძველზე, ერთი გადაყვანილია სასამართლოში", - განუცხადეს "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. ხვიჩა მამულაძე
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)