|
2016-06-22 16:33:17, 908 ნახვა
სამართალი
ნიკოლაიშვილი „კიწმარიშვილის საქმეზე“: ჩვენი ექსპერიმენტით, ავტომობილში მეორე ადამიანის ყოფნა გამოირიცხა
ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით, შემთხვევის დროს ავტომობილში მეორე ადამიანის ყოფნა გამოირიცხა, - ამის შესახებ „ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან“ დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა განუცხადა, რომელიც საქმეში კიწმარიშვილების ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო. ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპერტიზით ისიც გამოიკვეთა, რომ ეროსი კიწმარიშვილს დაზიანებას ფანჯრიდან ვერავინ მიაყენებდა. „პროკურატურის ვერსიას დავეთანხმო, ან არ დავეთანხმო, ამის არანაირი უფლება არ მაქვს. ეს ჩემი უფლებამოსილება არაა. ექსპერიმენტს რაც შეეხება, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, იმ ექსპერიმენტით გამოიკვეთა, რომ მეორე პირი ავტომანქანაში არ იყო. ექსპერიმენტმა ისიც აჩვენა, რომ ფანჯრებიდან დაზიანების მიყენება შეუძლებელი იყო. ავტომანქანაში სხვა პიროვნება რომ ყოფილიყო, სისხლის კვლები არ იქნებოდა ისე განლაგებული, როგორც იყო. მასშტაბური კვლები იყო, სისხლის შხეფები იყო მასშტაბური. სხვა პირი რომ ყოფილიყო ავტომანქანაში, ის ასე არ დარჩებოდა. ექსპერიმენტმა მეორე პირის მანქანაში ყოფნა გამორიცხა. ამის შესახებ პროკურატურასაც ვუთხარი და დავიკითხე კიდეც. ექსპერიმენტი სისხლის კვლებზე ჩატარდა. ასეთი ექსპერტიზა უამრავი ჩატარდა პროკურატურის მიერაც. სხვა ექსპერტიზის შედეგებს რომ გავეცანი, არც ერთი ეწინააღმდეგება ჩვენს საკმაოდ კატეგორიულ დასკვნას. იმ ექსპერტიზაშიც არ გამიკვეთა სხვა პირის კვალი. ვგულისხმობ დნმ-ს, სუნის ექსპერტიზას, ნიდაგის, მიკრონაწილაკების და ა.შ. ეს ყველა დასკვნა ემთხვევა ერთმანეთს“, - განუცხადა მაია ნიკოლაიშვილმა „ექსპრესნიუსს“. შეგახსენებთ, პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე გახსნილად გამოაცხადა. მათი ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. მიზეზად კი, ფინანსური დავალიანება დასახელდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ეროსი კიწმარიშვილი არც არავის მოუკვლია და არც არავის მიუყვანია თვითმკვლელობამდე.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)