|
2016-06-20 12:42:31, 867 ნახვა
ეკონომიკა
"პაშა ბანკი" - ობლიგაციების კონგრესის სპონსორი
16-17 ივნისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა დსთ-ს, ბალტიის და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-13 კონგრესი. აღნიშნული ღონისძიების სპონსორია პაშა ბანკი, რომელიც რეგიონში კორპორატიულ და საინვესტიციო მომსახურებას სთავაზობს საშუალო და მსხვილი ზომის საწარმოებს. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან იმართება და რეგიონის საფინანსო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი ღონისძიებაა. აქ განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: რუსეთის, დსთ-ს და კავკასიის ქვეყნების ობლიგაციების შიდა ბაზრების განვითარება, ასევე ევროობლიგაციების ინტეგრირება განვითარებად ბაზრებზე და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები. კონგრესის სპიკერებს შორის იყვნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, გალტ & თაგარტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, პაშა ბანკ აზერბაიჯანის საინვესტიციო საბანკო მომსახურების დირექტორი ივან უგლიანიცა, პაშა ბანკ საქართველოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი შაჰინ მამმადოვი. „მოხარული ვართ, რომ ობლიგაციების კონგრესი წელს თბილისში ჩატარდა და პაშა ბანკს მიეცა საშუალება, აქტიურად ჩართულიყო აღნიშნულ ღონისძიებაში. ფასიანი ქაღალდების ემისია და სხვა სახაზინო ოპერაციები ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და საქართველოში ამ კუთხით უკვე გვაქვს წარმატებული გამოცდილება ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად. ვიმედოვნებთ, რომ ეს კონგრესი დადებითად აისახება რეგიონში საფინანსო სექტორის განვითარებაზე.“ - განაცხადა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა. ფასიანი ქაღალდების 2-დღიან კონგრესს ესწრებოდა საფინანსო სექტორის 150-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა ქვეყნიდან. კონგრესის ორგანიზატორი იყო „CBonds“, ხოლო მასპინძელი „გალტ & თაგარტი“.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)