17:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 14:21:23, 785 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტად პოლონეთში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ანაკონდა 2016“-ის მიმდინარეობას გაეცნო. საპატიო სტუმართა დღე პოლონეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საწვრთნელ ცენტრში „დრავსკო პომორსკიეში“ გაიმართა.

სწავლების მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და გენშტაბის უფროსები აკვირდებოდნენ. სპეციალურად მიწვეული სტუმრებისთვის პოლონელმა, ალბანელმა, ბულგარელმა, რუმინელმა, ლიტველმა, მაკედონელმა და შვედმა სამხედროებმა საჩვენებელი წვრთნა ჩაატარეს. ღონისძიება სპეციალური ოპერაციების ძალების შესახებ პრეზენტაციით დასრულდა.

გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან ერთად პოლონეთში იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთ მიმართულების სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრნენ.

სამხედრო სწავლება „ანაკონდა 2016“ აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარი მრავალეროვნული ღონისძიებაა, რომელიც პოლონეთში ტარდება. სწავლების მიზანი პოლონური სამხედრო ძალების და ძალოვანი სტრუქტურების გაწვრთნა და მოკავშირეების ძალებთან და მრავალეროვნულ გარემოსთან ინტეგრაციაა.

„ანაკონდა 2016“-ში მონაწილეობა მიიღო 20-ზე მეტი ქვეყნის 31 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ. მონაწილე ქვეყნებია: ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics