|
2016-06-13 16:39:33, 836 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო: ასეთი განცხადებები წულუკიანის თანამდებობისთვის შეუფერებელია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იგი მიზნად ისახავს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციისა და მოსამართლეების პოლიტიკურ დებატებში ჩართვის მცდელობას. "აღნიშნული განცხადებები არა მხოლოდ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლოა, არამედ შეუფერებელია მისი თანამდებობისთვის. იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს და მისი განცხადებები აღიქმება სასამართლოზე და კონკრეტულ მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად. გამოვთქვამთ იმედს, რომ გამოთქმული მოსაზრებები არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის პოზიციას. შევახსენებთ მინისტრს, რომ სარჩელების განხილვის ვადებთან, ისევე როგორც საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში. იუსტიციის მინისტრმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს უკვე მეოთხედ პროცედურული კითხვებით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ მისი კითხვები ამჯერად მაინც უპასუხოდ არ დარჩებოდა: "მოვითხოვ პასუხებს და ამ პასუხებმა უნდა აჩვენოს საზოგადოებას არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო, მისი თავმჯდომარე და პირველი კოლეგია პოლიტიკური თამაშის ინსტრუმენტი, არის თუ არა ეს ინსტიტუტი ამის გამო "ნაციონალური მოძრაობის" სამსახურში. დავსვი კითხვები და კვლავ ვიმეორებ. რატომ ირღვევა რიგითობის პრინციპი? ჩემი აზრით, ეს პრინციპი ირღვევა, რადგან თუ ავიღებთ, მაგალითად, "რუსთავი 2"-ის 7 საკონსტიტუციო სარჩელს, შვიდივე განიხილა პირველმა კოლეგიამ და არ არის პასუხი იმაზე, რატომ უნდა განეხილა პირველ კოლეგიას. რიგითობა ირღვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ალბათ, პრობლემა შეიძლება ჰქონდეს ასეთი მიკუთვნების დროს საქმის ობიექტურად გადაწყვეტას და პრობლემა შეიძლება ჰქონდეს მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობის მხრივ მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, კითხვები მაქვს ვადებთან დაკავშირებით, როდესაც რიგითი მოქალაქეები ჩივიან 2013-2014-2015 წლიდან, ელოდებიან ან პასუხს მიიღება თუ არა მათი სარჩელი განსახილველად. ეს ხდება მაშინ, როდესაც "რუსთავი 2"-ის დავებს, მაგალითად, 6-7 დღეში იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო, იგივე პირველი კოლეგია და რამდენიმე დღეში აჩერებს ხოლმე ამა თუ იმ ნორმას. ასევე, მაქვს კითხვები არსებით განხილვასთან, როდესაც მაგალითად, ავტორი არის ამა თუ იმ საქმის ბატონი უგულავა, მაშინ ხდება მისი არსებითად განხილვა მაქსიმუმ 3-4 თვეში. ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც 1 დღეში გადაწყვიტა ე.წ. კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ მის წინაშე დაყენებული საკითხი. ძალიან კარგია სწრაფი მართლმსაჯულება, როდესაც პატიმრები არიან სახეზე, მაგრამ როდესაც პატიმრები არიან სახეზე და ავტორი არ არის პოლიტიკური პარტია ასევე მაქვს კითხვა, რატომ იჩაგრებიან სხვები. კითხვები მაქვს პოლიტიკასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკას ახორციელებს საკონსტიტუციო სასამართლო, როცა საკმარისია საქმის ავტორი იყოს "ნაციონალური მოძრაობა", ან პოლიტიკურად სენსიტიური საქმე იყოს, ან "რუსთავი 2" იყოს, პირველი კოლეგია. რატომ იხილავს საქმეს მუდმივად, ეს ის ხალხია, რომლებიც არიან ბატონი გვარამიას პოლიტიკური ოჯახის წევრები”, - აღნიშნა წულუკიანმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)