|
2015-02-27 18:10:23, 2036 ნახვა
სამხედრო
ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-5 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი გამოფენის ფარგლებში, ეთა-ს ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს მომავალ მსმენელებთან პირისპირ გასაუბრების საშუალება მიეცათ. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა და რექტორის მოადგილემ, ერეკლე ჩიგოგიძემ აბიტურიენტებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს. მათ მომავალ სტუდენტებს სამოქალაქო და სამხედრო განათლების მიღების პერსპექტივების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. საინფორმაციო-გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მომავალმა იუნკერებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მიიღეს. ამასთან, 6 მარტს 14:00 საათზე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დეტალურად გაეცნონ საბაკალავრო სასწავლო პროგრამებს და ადგილზე დაათვალიერონ აკადემიის ინფრასტრუქტურა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)