|
2016-06-11 11:01:01, 934 ნახვა
სამართალი
სუს-ი: ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში
აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის პირველი ნაწილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველო - აშშ-ის ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროგრესის განხილვას დაეთმო, მეორე ნაწილში კი შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ სფეროში მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს. „ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში. მათ სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ წარმატებულ ქართულ გამოცდილებას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის ფაქტების გამოვლენის, მათზე რეაგირების, ამ მასალების ამოღების, უსაფრთხო განთავსებისა და აღნიშნული ფაქტების გამოძიების სფეროში“, - აცხადებენ სუს-ში. ღონისძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ფიზიკის ინსტიტუტის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტების და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აშშ-სთან პარტნიორობის პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, გაეროსთან, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)