14:16 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:51:49, 1031 ნახვა

სამართალი
ნოდარ ხადური: უნდა დადგინდეს როგორ აღმოჩნდა კორცხელში ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, რამდენადაც იცის,   მართლაც არსებობს კორცხელში გადაღებული  კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ უცნობი პირები ხელკეტებით სპორტსმენებს.

„მე რამდენადაც ვიცი, ასეთი კადრები მართლაც არსებობს და სწორედ ამიტომ, სასამართლოშია საქმე და ვფიქრობ, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში”, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების ადვოკატი ზურაბ ბელთაძე კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ უცნობი პირები ხელკეტებით სპორტსმენებს.

"ამ ჩანაწერს ჩვენ წარვადგენთ როგორც მტკიცებულებას, ასევე გავაცნობთ ბრალდების მხარეს და საზოგადოებას. ამ ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემენ ხელკეტების გამოყენებით ქართული ოცნების აქტივისტებს, კერძოდ სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან სისხლის სამართლის საქმეზე ხულიგნობის ბრალდებით“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ სპორტსმენებს გირაოს სახით 7 და 10 ათასი ლარი აქვთ შეფარდებული. წინასასამართლო სხდომა ზუგდიდის საქალაქო სასამართლოში 28 ივლისს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics