17:02 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 19:29:59, 581 ნახვა

პოლიტიკა
ივლიანე ხაინდრავა: აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე ექსპერტებისა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებით ექსპერტებს შეხვდა.შეხვედრას  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, მისი მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი და ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ესწრებოდნენ.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივლიანე ხაინდრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თაობაზე არ უსაუბრიათ. რაც შეეხება უშუალოდ ამ საკითხის შეფასებას, ივლიანე ხაინდრავა აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნომერ პურველი მოსაუბრე არაა.
"პრეზიდენტი აგრძელებს შეხვედრებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან იმ ფორმატში, რომელიც დადგინდა ჯერ კიდევ შემოდგომაზე. ეს რიგით  მე-6 შეხვედრაა. ის შეეხება  აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბრობლემატიკას ზოგადად იმის თაობაზე, რომ ჩამოყალიბებული იყოს ერთიანი კონსოლიდირებული ქართული პოზიცია. ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით. ზოგი მონაწილის სურვილით ისმევა ხოლმე რაღაც კონკრეტული საკითხები, მაგრამ ფორმატი განსხვავებულია.თუ თქვენ გაინტერესებთ მაინცდამაინც რეაქცია აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ამის თაობაზე არსებობს პრეზიდენტის განცხადება და ეს პოზიცია ურყევია. აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაზე საუბარი არც დღეს და არც  წინა შეხვედრებზე არ ყოფილა. ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებთა კომპეტენციაა ასეთი ტიპის საკითხებზე საუბარი.იქნება ეს საგარეო მიმართულებით მომუშავე ხელმძღვანელები,  თუ სხვა დარგში.მე არ ვარ ქვეყნის უსაფრთხოებაზე ნომერ პირველი მოსაუბრე",-აღნიშნა ივლიანე ხაინდრავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics