|
2016-06-01 17:46:47, 958 ნახვა
ეკონომიკა
ტერაბანკის კიდევ ერთი ახალი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება
პეკინის გამზირი #24ა - აქ 2 ივნისს ტერაბანკის კიდევ ერთი ფინანსური სახლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება. ავლაბრის სათავო ოფისის გახსნის შემდეგ, ახლა უკვე პეკინის განახლებული ფილიალი მიიღებს სტუმრებს. მიწვეულ სტუმრებს შორის ბანკის საცალო მომსახურების კლიენტები არიან, ვისთვისაც ეს ფილიალი სამუშაო დღეებში 10:00-დან 21:00საათამდე, ხოლო სადღესასწაულო დღეებში 10:00-დან 15:00სთ-მდე იმუშავებს. ღონისძიება 13:00 საათზე ტერაბანკის სიმბოლური ლენტის გაჭრით დაიწყება და სასიამოვნო სიურპრიზებით გაგრძელდება. ტერაბანკი, რომელიც აქამდე ბაზარზე კორ სტანდარტ ბანკის სახელით ოპერირებდა, მომხმარებელს ყველასგან განსხვავებული კონცეფციის საბანკო მომსახურებას სთავაზობს. სახლის მყუდრო და კომფორტული ინტერიერი, რბილი ავეჯი და დეკორატიული ნივთები მომხმარებელს საშუალებას აძლევს ფინანსური ოპერაციები სასიამოვნო გარემოში შეასრულოს. იმ ცვლილებების გარდა, რომელიც ბანკის რებდრენდინგის შემდეგ ასეთი ადვილი შესამჩნევია, ტერაბანკში დაიხვეწა და განვითარდა საბანკო პროცედურები, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები. რებრენდინგის პროცესზე ადგილობრივმა და საერთაშორისო სააგენტოებმა ერთად იმუშავეს. პროექტს მხარს უჭერდნენ ბანკის აქციონერები, რომლებიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხები არიან. ძირითადი აქციონერი - ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანი საქართველოში ამ დროისთვის 250 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს და როგორც ცნობილია, ის ამ თანხის მოცულობის გაზრდას გეგმავს. რაც შეეხება ტერაბანკის ამჟამინდელ საქმიანობას, ტერაბანკი მომხმარებელს უწევს როგორც მაღალი ხარისხის საცალო მომსახურებას, ასევე აქტიურად არის ჩართული ბიზნესის დაკრედიტებაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს ბანკის 18 ფილიალის განახლება „ჩემი ფინანსური სახლის“ კონცეფციის მიხედვით, თუმცა წლის ბოლომდე იგეგმება რეგიონებში კიდევ 5 ფილიალის გახსნა და ATM-ების დამატება.
(R)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)