17:01 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-26 16:14:06, 616 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე ინდოეთის ელჩს დოქტორ სურეშ ბაბუს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოსა და სომხეთში დოქტორ სურეშ ბაბუს შეხვდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი უმსხვილესი  ინდური კომპანია „TATA-GRUP“ -ის მიერ აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში ჩდებულ  ინვესტიციებს, ასევე ბიზნეს-გარემოს, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და კულტურულ  ვითარებასაც შეეხო.

ინდოეთის ელჩის დოქტორ სურეშ ბაბუს განცხადებით, უახლოეს მომავალში შესაძლებელია მისი ძალისხმევით, აჭარაში ინდური ჩაის მრეწველობის მსხვილი მეწარმეების დელეგაცია ჩამოვიდეს და ამ დარგის განვითარების პერსპექტივები განიხილონ.

ცნობისთვის, სურეშ ბაბუ დიპლომატიურ  საქმიანობას 1988 წლიდან ეწევა. პროფესიით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ინდოეთის ელჩის თანამდებობაზე სომხეთში (რეზიდენცია ქ. ერევანი)  2013 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე კი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე ქ. დელიში (ინდოეთი) და იკავებდა დიპლომატიურ თანამდებობებს ინდოეთის მისიებში ოდესაში, მოსკოვსა და მინსკში. მსახურობდა როგორც რეგიონული პასპორტის ოფიცერი ჩანდიგარჰში (ინდოეთი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics