|
2016-05-30 11:27:45, 867 ნახვა
სამართალი
სუს-ი „ქბრბ მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესს" მასპინძლობს
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო "რედისონში" „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესი" ტარდება. აღნიშნული ღონისძიება საქართველოში პირველად 2014 წლის 1–5 ივნისს გაიმართა. კონგრესი ორ ათწლეულზე მეტია, ძირითადად ხორვატიასა და შვეიცარიაში იმართებოდა. კონგრესის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება ქიმიური, ბილოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს უკავშირდება. ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასპინძლობს და მისი მხარდამჭერია აშშ-ის მთავრობა. მასში მსოფლიოს 30 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ქბრბ სფეროს ექსპერტები და მეცნიერები მონაწილეობენ. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორებიცაა ბირთვული და რადიოლოგიური უსაფრთხოება, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების გაუვრცელებლობა, ბიოდაცულობა და ბიოუსაფრთხოება, ქიმიური უსაფრთხოების ასპექტები და ა.შ. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ საჩვენებელი საველე ვარჯიშის მოწყობა. ღონისძიებას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისფულებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)