|
2016-05-27 19:18:12, 1529 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი ლევილის მამულის გადმოცემას არ ეხებოდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პაპუნა დავითაიას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ლევილის მამული საქართველოს სახელწმიფოსთვის რეალურად მათი ხელისუფლების პირობებში იყო გადმოცემული. წულუკიანის თქმით, 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი იყო ხელმოწერილი მხოლოდ ერთი ფრანგული ოჯახის ერთი წარმომადგენელის მიერ და არ ეხებოდა ლევილის მამულის გადმოცემას, არამედ დეკლარაციული ხასიათის იყო. მისივე განმარტებით, დანარჩენმა ოჯახებმა წინა ხელისულფების პირობებში ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემას ხელი არ მოაწერეს, რადგან პროექტი „ლევილის მაულის მომავალი“ არ მოეწონათ. მინისტრის განმარტებით, მთავრობამ ფრანგულ ოჯახებს მათ ხედვაზე მორგებული სრულიად ახალი პროექტი შესთავაზა. „ბატონ პაპუნა დავითაიას მინდა მივულოცო, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ჩვენი მათავრობის ეს ძალიან დიდი წარმატება, რომელი წარმატებაც გუშინ იქნა მიღწეული ოჯახებთან ერთად, 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმი იყო ხელმოწერილი მხოლოდ ერთი ოჯახის ერთი წარმომადგენელის მიერ და არ ეხებოდა გადმოცემას იყო დეკლარაციული ხასიათის. ხოლო ოჯახებმა მაშინ გადმოცემას არ და ვერ მოაწერს ხელი, წინა ხელისუფლების პირობებში იმიტომ, რომ მათ არ მოიწონეს პროექტი, რომელსაც ჰქვია ლევილის მამულის მომავალი. ჩვენ სწორედ ახალი პროექტი, ახალი ხედვა, მათ ხედვებზე მორგებული ხედვა შევთავაზეთ ოჯახებს მძიმე კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც ბატონი გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით, მე და ბატონი გოჩა ჯავახიშვილის ჩართულობით ვაწარმოეთ ფრანგულ ოჯახებთან, ჩვენ გუშინ მივაღწეით ყველა ოჯახის ხელმოწერას თბილისში იმ ძალიან დიდი ზეიმის პირობებში, რაც გუშინ ქართველ ერს გვქონდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)