|
2015-02-25 19:15:04, 1507 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც მარგველაშვილმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს საშუალება, წარმოადგინონ საკუთარი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. პრეზიდენტის ინფორმაციით, ეკონომიკური გუნდი ამ გეგმის წარმოდგენას სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისთანავე, სავარაუდოდ, 5 მარტისთვის აპირებს. "მე დღეს შევხვდი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს, რომლებიც ისევე როგორც სხვა დეპუტატები, სრულიად ლეგიტიმურად არიან დაინტერესებული იმაში, თუ რანაირად დაიძლევა ის სირთულეები, რაც ამ ბოლო დროს დაუკავშირდა ჩვენს სავალუტო კურსს.მე ასევე დღეს შევხვდი მთავრობის ეკონომიკურ გუნდს, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა წარმომიდგინა ძირითადი პრინციპები სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი ქმედებებისა, ისინი ახლა ინტენსიურად მუშაობენ სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელიც საქართველოში იმყოფება და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, სავალუტო ფონდის მისიის დასრულებისთანავე, ქართულ საზოგადოებას წარმოუდგენენ გეგმას სავალუტო სტაბილიზაციის მიმართულებით გასატარებელი მოკლევადიან და საშუალოვადიან ქმედებებზე. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე უნდა მივცეთ დრო მთავრობის ეკონომიკის გუნდს, რათა ძალიან კონკრეტულად წარმოუდგინოს საზოგადოებას თავიანთი ხედვა არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. საუბარია იმაზე, რომ გეგმის ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სავალუტო ფინდის მისიასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გარკვეული კონკრეტული დეტალების დაზუსტება ხდება. შესაბამისად, მე ვვარაუდობ, რომ ეს არის 5 მარტის ასე ვთქვათ არეალში, რადგან სავალუტო ფონდის მისია მიდის 4 მარტს. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა მივცეთ მთავრობის ეკონომკურ გუნდს დრო იმისთვის, რომ ეს მისია დასრულდეს, მიმაჩია, რომ 5 მარტამდე ჩვენ უნდა მივცეთ ამის დრო და შესაძლებლობა ჩვენს ეკონომიკურ გუნდს",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)