|
2015-02-24 11:02:43, 2020 ნახვა
სამხედრო
მაზარ-ე-შარიფში ქართული სალოცავი ამოქმედდა
ავღანეთში, მაზარ-ე-შარიფის გემრანულ ბაზა „მარმალზე“ ქართული სალოცავი ამოქმედდა. პირველი წირვა სალოცავში 51-ე ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სალოცავის გახსნის ცერემონიას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე, გერმანულ ბაზაზე დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადი შემადგენლობა და კოალიციური ძალების მართლმადიდებელი აღმსარებლობის უცხოელი სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. გერმანულ ბაზა „მარმალზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას მიმდინარე წლის იანვრიდან ასრულებს. ასეულის ამოცანას სწრაფი რეაგირება და საპატრულო რაიონის კონტროლი წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)