|
2016-05-09 16:07:34, 972 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება
ეკონომოკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ონლაინ-სესხების მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება. როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ემსახურება. „პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ მოსახლეობაში ფინანანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, მთავრობა ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)