|
2016-05-07 17:06:37, 990 ნახვა
სამართალი
შსს „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე 6 პირის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ. უწყების ცნობით, აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით. აქციის მონაწილე გიორგი ა.-ს მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)