|
2016-05-07 12:17:10, 903 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ სტუდენტები პოტენციურ ინვესტორებს პრეზენტაციებს წარუდგენენ
„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შედეგად, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის „სტრატეგიული მენეჯმენტის“ კურსი შემუშავდა. აღნიშნული კურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტებმა მოამზადეს ინოვაციური პროდუქტების და იდეების სტრატეგიული განვითარების გეგმები. დღეს საუკეთესო სტუდენტებმა გამართეს საჯარო პრეზენტაციები ტექნოპარკში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, პოტენციური ინვესტორები და კერძო კომპანიის წარმომადგენლები. „სტრატეგიული მენეჯმენტის“ კურსს ალექსანდრე ჯეჯელავა და ნათია ზედგინიძე უძღვებოდნენ. „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტების განვითარებას, როგორც განათლების ასევე დასაქმების კუთხით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგზარდა თაობას ქონდეს მოტივაცია შეიმუშაოს ინოვაციური პროდუქტები და სტრატეგიული განვითარების გეგმები. რომელსაც შემდგომ დაინტერესებული ინვესტორები თუ კერძო კომპანიები, დააფინანსებენ და განახორციელებენ. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი კი ხელს უწყობს თავის სტუდენტებს, მათი იდეები და ხედვები მაქსიმალურად განხორციელდეს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის რექტორმა აკაკი ხელაძემ. საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.bog.edu.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)