|
2016-05-07 11:01:36, 824 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოქმედი კაზინო გამოავლინა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, არალეგალურად მოქმედი აზარტული სათამაშო კლუბი, კაზინო გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, დადგენილია, რომ საქართველოს სამ მოქალაქეს, დავით ჩ., გიორგი ლ., და საბა ქ. ქალაქ თბილისში, თაბუკაშვილის ექვს ნომერში, მოქმედი კანონმდებლობის გვერდის ავლით, შესაბამისი ნებართვისა და ყოველგვარი მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არალეგალურად ჰქონდათ მოწყობილი აზარტული კლუბი, სადაც მათივე ორგანიზებით სისტემატიურად იმართებოდა სხვადასხვა აზარტული თამაშები. თამაშების ორგანიზების სანაცვლოდ მხილებული პირები გასამრჯელოს სახით იღებდნენ აზარტულ კლუბში შესული თანხის 20%-ს, ხოლო დარჩენილ თანხას საპრიზო ფონდის სახით ანაწილებდნენ აზარტულ თამაშებში გამარჯვებულ მოქალაქეებზე. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)