|
2016-05-06 15:00:10, 968 ნახვა
ეკონომიკა
ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე ეროვნულ ბანკთან ერთად საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ტენდენციები, ტურიზმის პოზიტიური დინამიკა და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს. მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებმა, არჩილ მესტვირიშვილმა და ოთარ ნადარაიამ ისაუბრეს. აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში შეინიშნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ტურიზმის მზარდ დინამიკას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ასევე იმსჯელა ონლაინ-სესხების და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მექანიზმის შემუშავებაზე. ამ მიზნით, მთავრობა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)