09:25 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-29 16:44:51, 963 ნახვა

სამართალი
პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების/ბრალდებულებისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  ამანათების მიღება მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, კანონით დადგენილი წესით, სააღდგომო ამანათებს ყველა პენიტენციური დაწესებულება იღებს.

პროცესის მიმდინარეობას სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელობა გაეცნო. როგორც პენიტენციური დეპარტამენტის უფროსმა ზვიად მიხანაშვილმა განაცხადა, ამანათის შეგზავნას ახლობელ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ყველა მსურველი შეძლებს.

„როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ წინასწარვე დაანონსდა, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება გუშინ დილიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყო. პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, ვიმუშავებთ მანამ, სანამ ყველა ადამიანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, სააღდგომო ამანათს არ მიიღებს“, - განაცხადა  ზვიად მიხანაშვილმა.

სააღდგომო ამანათების მიღება გუშინ დილით დაიწყო და ხვალ საღამომდე გაგრძელდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics