|
2015-02-22 16:41:31, 2484 ნახვა
კომენტარი
დავით ბაციკაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში რევანში მოაწყო
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის უმაღლეს საბჭოში რევანში მოაწყო. დავით ბაციკაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს. "ჩამოვედით იმისათვის, რომ ვისაუბროთ იმ რევანშზე, რა რევანშიც მოაწყო "ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარაში.ვადამდელი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს უმაღლეს საბჭოში",-განაცხადა დავით ბაციკაძემ. შეგახსენებთ, ოპოზიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, დავით ბაციკაძე გადააყენა. პოსტი დაატოვებინეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელ ალექსანდრე ჩიტიშვილსაც. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს არ მიუღიათ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად, ბაციკაძისა და ჩიტიშვილის გადაყენებას მხარი კოალიციის ორმა დეპუტატმა- ჯემალ ფუტკარაძემ და სვეტლანა კუდბამაც დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)