08:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 12:11:51, 854 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 95 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთაგან 10 ქალია, 2 კი არასრულწლოვანი

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტით 95 მსჯავრდებული შეიწყალა.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღეს 69 მსჯავრდებული დატოვებს, მათგან 10 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე, 26 მსჯავრდებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა, მათგან 2 ქალბატონი  და 2 არასრულწლოვანია.

ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალებულთა შორის არ არიან განზრახ მძიმე დანაშაულებზე მსჯავრდებული პირები.

სულ შეწყალების კომისიამ განიხილა 597 პირის საქმე და  საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics