|
2016-04-26 16:05:42, 879 ნახვა
სამართალი
საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან “ბუტა რობაქიძის და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სხვა მსხვერპლთა” სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, აქციაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის დას, ირინა ცააძესა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელ ლაშა ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს, უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. ირინა ცააძის მტკიცებით კი, ზურაბ ვაზაგაშვილი, რომელიც ე.წ. კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას შეეწირა, დამნაშავე იყო. აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში მომხდარი გახმაურებული დანაშაულების გამოძიებას, ასევე მსხვერპლთა ოჯახის წევრების შეურაცხყოფის შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ბუტა რობაქიძის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შეგახსენებთ, 2006 წლის 2 მაისს ე.წ „კორტების სპეცოპერაციისას„ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე ბრალდებული შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)