08:57 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 17:09:18, 863 ნახვა

სამართალი
გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა

გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ კომპანია "ვისოლის" ბენზინმზიდი გადაბრუნდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, მოსხმული ქაფი, რათა ბენზინმა მოსახლეობა არ დააზარალოს. 

მათივე ინფორმაციით, აალების საფრთხე თითქმის არ არსებობს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილიდან ბენზინმზიდის გადატანა მოახერხეს. 

სააგენტოში იმასაც აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე უკვე მივიდნენ "ვისოლის" წარმომადგენლები, რომელიც თავად უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას.

"ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდეს.

მათი ინფორმაციით, აალების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს. ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics